ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარება დედაქალაქის პარკებშია შესაძლებელი

Похожее изображениеგამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარება ვერის, ვაკის, კიკვიძისა და რიყის პარკებში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩაბარების შემდეგ ისინი დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება.

„კომპანია „გაუფრთხილდი ქალაქის“ ფარგლებში დავიწყეთ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მიღება. კონკრეტული ადგილები უკვე განსაზღვრულია, ვერის, ვაკის, კიკვიძისა და ასევე რიყის პარკი, სადაც უკვე განთავსებულია სპეციალური აღნიშვნები, სად მოხდება ჩაბარება და შემდგომ ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ დასაწყობებას და გადამუშავებას“, – განაცხადა გიგაშვილმა.

როგორც გიგა გიგაშვილმა აღნიშნა, ნარჩენების მართვის კუთხით ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ხდება არსებული ნარჩენების გადამუშავება და მეორად რესურსად გამოყენება.

„მწვანე ნარჩენი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომლისგანაც შეგვიძლია ძალიან ბევრი მეორადი პროდუქტი მივიღოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეს ნარჩენი არ მოხდეს იმ კონტეინერში, რომელიც ჩვეულებრივი ნარჩენისთვის არის გათვალისწინებული და არ მოხდეს საერთო ნაგავსაყრელზე. მინდა, მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, ვისაც სახლებში ჰქონდათ ბუნებრივი ნაძვის ხე და ჩიჩილაკები, ჩააბარონ მითითებულ ადგილებზე, რათა შემდეგ გადამუშავდეს“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments