უკრაინის ეკლესიის საკითხზე კონსულტაციები ორი ქვეყნის სასულიერო და საერო მმართვლებთან გაიმართება


Картинки по запросу არჩილ თალაკვაძეუკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება როგორც ეკლესიებს, ასევე ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატის თქმით, ქართული მხარე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელიც პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული და უკრაინელი ხალხის ინტერესებს მოემსახურება.

„რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, ამ თემაზე ეკლესიას კომუნიკაცია ეკლესიასთან ექნება, ხოლო ხელისუფლებას კავშირი ხელისუფლებასთან აქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ,  გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არ დაელოდოს   და უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.