საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა

Похожее изображениеგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
17 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი.

18 იანვარს დღისით გამოიდარებს და 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია. დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე (შიდა ქართლში).

ქ. თბილისში 16 იანვარს დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის ბოლოს გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება. 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლჭყაპი, იქროლებს ძლიერი ქარი, ტემპერატურა დღის საათებში +4 გრადუსამდე დაიკლებს. 18 -19 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამის საათებში -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

image_pdfimage_print

Comments

comments