ევროკავშირი საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

Картинки по запросу ზალკანიანისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  ევროკავშირის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია მიზნად გვაქვს დასახული. ეს ფინანსური დახმარება სწორედ ამას გულისხმობს. ჩვენი ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრის დროს, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს გაიმართა, ერთ-ერთი საკითხი ესეც გახლდათ. უკვე აღნიშნული იყო, რომ ამ ფინანსური დახმარებიდან 3,5 მილიარდი ევრო გათვალისწინებული იქნებოდა საქართველოსთვის. რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სწორედ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს და ევროკავშირის ამ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments