პრემიერის განკარგულებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

Похожее изображениеდიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. 

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი.

ფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები.

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები კორპუსის მდგრადობის შესწავლას იწყებენ. ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდებათ საბოლოო დასკვნისთვის.

მათი თქმით, პირველადი დათვალიერებით კორპუსი რესტავრაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება, თუმცა ეს სურათი შესაძლოა, შეცვალოს. ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, თუმცა ძირითად შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ კრიმინალისტები ახორციელებენ, რომელმაც უნდა გასცეს საბოლოო პასუხი კითხვას, რამ გამოიწვია აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე.

image_pdfimage_print

Comments

comments