ირანმა და რუსეთმა კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გზები განიხილეს

Иран и Россия обсудили развитие и расширение сотрудничества на Кавказеროგორც ირანული გამოცემა IRNA-იუწყება , რუსეთში ირანის ელჩი მეჰდი სანაეი გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს  შეხვდა.

მათ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.სააგენტოს ცნობით, გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და ირანის მეთაურების ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღების გათვალისწინებით აღნიშნულ რეგიონებში ორმხრივი ურთიერთობების დონე გაღრმავდება.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რუსეთის კავშირები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები იყო.

parstoday.com

image_pdfimage_print

Comments

comments