აშშ–ში შემთხვევით “ბრტყელი დედამიწის” თეორიის დამამტკიცებელი ვიდეო გადაიღეს

Похожее изображениеროგორც წესი,  თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებაში “ბრტყელი დედამიწის” თეორიის მიმდევრებს დასცინიან და მათ შეხედულებებს სერიოზულად არ განიხილავენ.

ჩრდილოეთ ამერიკის ქ. მანდევილის ერთერთი მკვიდრიც ასე უყურებდა ახალი თეორიის მიმდევრებს და მათი გადარწმუნება განიზრახა – საკმაოდ ძლიერი გარჩევადობის  ვიდეოკამერა შეიძინა და ახალი ორლეანის მოპირდაპირედ მდებარე  პონჩარტრეინის ტბის ნაპირზე  დაამონტაჟა. მას 45 კმ–ს მოშორებით მდებარე შენობების გადაღება სურდა, რათა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა მრგვალია, რომ დედამიწის წრიული მრუდი არსებობს და ამ შენობების გარჩევა შეუძლებელი იქნებოდა.  ოფიციალური  მეცნიერების თავლსაზრისით,  რადგან ჩვენი პლანეტა მრგვალია, შესაბამისად შორი მანძლიდან მთლიანი შენობები კი არა, მხოლოდ ზემო სათულები  უნდა გამოჩენილიყო.

თუმცა ამერიკელს იმედი გაუცრუვდა. ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ მასაც ეჭვი შეეპარა, რომ დედამიწა მრგვალია. ვიდეოში მკაფიოთ ჩანდა ყველა მაღალი შენობა, თავიდან ბოლომდე, მათ შორის 212 მეტრიანი ცათამბჯენი.

ნანხმა ამერიკელი ვიდეომოყვარული შოკში ჩააგდო, მან ოპონენტებს, რომლებსაც აქამდე ცხარედ ეკამათებოდა და ამცირებდა, საჯაროდ  ბოდიში მოუხადა და აღნიშნული ვიდეორგოლი ინტერნტეში გამოაქვეყნა.

“ბრტყელი დედამიწის”  მიმდევარ საზოგადოებაში სხვადასხვა თეორიები არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი თანხმდება, რომ დედამიწა ბრტყელია. მათი ზოგადი მოდელის მიხედვით, დედამიწა ვრცელი დისკოა, რომელიც გარშემორტყმულია „ყინულის კედლის ბარიერით“ — ანტარქტიდით, ცენტრს კი ჩრდილოეთ პოლუსი წარმოადგენს.

 

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments