ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა გამარტივდება

Похожее изображениеსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა  მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება.

“დღეს მთავრობის სხდომაზე შემოდის მნიშვნელოვანი დადგენილება, რომლითაც მარტივდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დიდი ხანია, რამდენიმე უწყება მუშაობდა ამ პროცედურის გამარტივებაზე. მინდა ყველა კოლეგას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თვითონაც დარწმუნდებიან, რომ პროცესი არის ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომი. ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლით“, – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ახალი პროცედურების შემუშავებაში ჩართულ ყველა ადამიანს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. დადგენილება, რომელზეც რამდენიმე უწყება დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

image_pdfimage_print

Comments

comments