აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს

Картинки по запросу სალომე ზურაბიშვილისახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა, უწეყბა სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, არაერთხელ მიიღო უკანონო შემოწირულობა, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს.

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. საქმე ეხება მოძრაობის “არა ნაციზმის” მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს. ჯარიმის სახით ამ თანხის ორმაგი ოდენობაა განსაზღვრული.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ბროშურების გამო  30 500 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ბროშურები სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობა იყო.

“პატრიოტთა ალიანსი” პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ფლაერები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო იყო და სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ მხარდაჭერას არ წარმოადგენდა. პარტიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

image_pdfimage_print

Comments

comments