თბილისის მერია VS სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელი– დაპირისპირება გრძელდება

სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელთან შეხვედრა გაიმართათბილისის მერი კახა კალაძე  ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შეხვდა.

ირაკლი ხმალაძემ განმარტებით, ამ ეტაპზე, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა დედაქალაქის მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა არ მოხდეს.

„სასამართლოში ორი ბრძანება იყო გასაჩივრებული – ერთი უვადო სპეცნებართვა,  ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ 2013 წელს გაცემული. ამის საფუძველზე გაცემული იყო უშუალოდ მშენებლობის ნებართვა, ვადიანი, რომელსაც ვადა ამოეწურა. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი აცხადებს, რომ ხელთ აქვს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა ეკუთვნის მაშინ, როგორც კი ამას მოითხოვს.  ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება ალბათ, არ იქნება სწორი, მაგრამ გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია მოგვმართავს. ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ეს დოკუმენტი რის საფუძველზეც გაიცა, არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს იმდროინდელმა მერმა გამოსცა. ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს. ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს აშენების ნებართვის გაცემა დედაქალაქის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ვინაიდან ის არც ადგილმონაცვლეობას თანხმდება და არც პარამეტრების შემცირებას. ის თავის თავს საკმაოდ მყარად მიიჩნევს, ვინაიდან, ხელში სასამართლოგამოვლილი, ძალაში მყოფი სპეციალური ნებართვა უჭირავს, რომელიც 2013 წელს გაიცა. ეს ადამიანი პოზიციებს არ თმობს და ამ ეტაპზე, შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული, მაგრამ  შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმრო არ აშენდეს“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, მერია ყოველთვის ქალაქის ინტერესებიდან გამოდის, უსამართლოდ არასდროს იქცევა და კანონს არ არღვევს, თუმცა ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა კერძო მესაკუთრისა და მოქალაქეების სამართლებრივი ინტერესები დააბალანსოს.Картинки по запросу vakis parki

„ვაკის პარკი ქალაქში ერთადერთი უნიკალური ადგილია და მის გაუბედურებას ჩვენ ხელს ვერ შევუწყობთ, თუნდაც ეს საკმაოდ ძვირი მონაცვლეობის ფასად დაგვიჯდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ კანონს გადავახტეთ და მესაკუთრის უფლებები შევლახოთ, ამიტომაც ვართ მოლაპარაკების რეჟიმში. გავაგრძელებთ სასტუმროს მეპატრონესთან კონსულტაციას და შევეცდებით, რაიმე სხვა პირობაზე დავიყოლიოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თავის მხრივ სასტუმრო „ბუდაპეშტის” მფლობელ  გიორგი ზაქაიძე  აცხადებს,  რომ  თუ მერია დროულად არ გასცემს სასტუმროს მშენებლობის ნებართვას, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

 

„ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვით. 2013 წელს პროექტი შევიძინეთ, სასამართლოს მიერ აღდგენილი განჩინებით გვაქვს მშენებლობის ნებართვა თავისი სპეც-ნებართვით და მერიას აქვს დავალებული, რომ აღგვიდგინოს. მშენებლობის ნებართვის გაცემას სჭირდება ერთი სამუშაო დღე.

აპელირებენ, თითქოს ტექნიკური შეფერხებაა. თუ არ შეასრულებენ ვალდებულებას, მივმართავთ სასამართლოს ზიანის მიმართულებით.  ზარალი საკმაოდ დიდი გვაქვს მიღებული. თანხები, რომელიც ინვესტორისთვის უნდა გადაგვეხადა, ყოველდღიურად იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ დროულად მოვილაპრაკოთ და ზიანზე არ ვუჩივლოთ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც რესტორანი რომელიც ადრე იყო ვაკის პარკში ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ არც რესტორნის მშენებლობის და არც მიწის გაცვლის სურვილი არ გვაქვს.სასამარათლო მოვიგეთ და კიდევ იგივეზე გვიწევს საუბარი”,-აცხადებს გიორგი ზაქაიძე.

სასტუმროს 2013 წელს თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოპოვებული აქვს მშენებლობის უფლება. ინვესტორს ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ნებართვის გაუქმების მიზნით, დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა, რომელიც ბოლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი 2013 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპრაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.

image_pdfimage_print

Comments

comments