ეროვნული ბანკი – წელს ლარი 10 %–ით გამყარდება

Картинки по запросу ლარიეროვნული ბანკის ოპტიმისტური სცენარით, ლარი დოლართან მიმართებაში მიმდინარე წელს 10 %–ით გამყარდება. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში „მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები”, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ოპტიმისტური სცენარი 2020 წელს ლარის დამატებით ხუთ პროცენტიან გამყარებას ითვალისწინებს.

„ოპტიმისტური სცენარი განიხილავს ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას. ძლიერ მოთხოვნას, ერთი მხრივ, საგარეო სექტორის გაუმჯობესება, კერძოდ, საქონლის ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი ინვესტიციების მაღალი ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობების გაუმჯობესება განაპირობებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ეკონომიკაში მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში, ლარი წელს შესაძლოა, 15 პროცენტით, მომავალ წელს კი, 10 პროცენტით გაუფასურდეს. საბაზო სცენარი კი, გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ითვალისწინებს

image_pdfimage_print

Comments

comments