რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

Картинки по запросу религииრელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2019 წლის ბიუჯეტი გაანაწილა. 

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2019 წლის 22 იანვრის N1/171 რეკომენდაციით, რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან ამ ეტაპზე გაუნაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თანხა ასე გადანაწილდა:

  • საქართველოს ისლამურ თემს – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
  • საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
  • საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
  • საქართველოს იუდეურ თემს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
  • 2019 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით.
image_pdfimage_print

Comments

comments