შიდა ქართლის გუბერნატორი ” თრიალეთს” საჯარო ბოდიშის მოხდას სთხოვს

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ტელეკომპანია “თრიალეთს” მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კომპანიის ჟურნალისტები მის წინააღმდეგ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ.
რუსიშვილი “თრიალეთისგან” საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს, წინაარმდეგ შემთხვევაში იგი კომპნაიის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას გეგმავს.
გუბერნატორი იმასაც ამბობს, რომ “თრიალეთმა” მას შემდეგ დაიწყო შავი პიარი, რაც სახლემწიფო რწმუნებულის აპარატმა შეთავაზებულ სარეკლამო მოსახურეობის გაწევაზე უარი უთხრა. რუსიშვილმა განცხადების გაკეთების შემდეგ მისი ქონებრივი დეკლარაციაც გაასაჯაროვა.
ზურაბ რუსიშვილის განცხადებას წინ პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე “თრიალეთის” ჟურნალისტის კითხვა უძღვოდა, კომპანიის რეპორტიორმა პრემიერს უთხრა, რომ გუბერნატორი საქმის ნაცვლად რეგიონში ბიზნესის კეთებით არის დაკავებული და ვინ აკონტროლებს ამას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ თუ მის მიერ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი დადასტურდება, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას.

image_pdfimage_print

Comments

comments