Top-10 ყველაზე გავლენიანი ბრენდი – World Brand Lab-ის რეიტინგი

Похожее изображениеკვლევითი ორგანიზაცია World Brand Lab-ის ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრენდების რეიტინგი შეადგინეს.

ტოპ ათეულში ყველასთვის კარგად ცნობილ კომპანიებთან ერთად, Coca Cola და Mcdonald’s-იც მოხვდნენ, რომლებიც წლებია ლიდერთა რეიტინგებს არ თმობენ.

აღნიშნული კვლევა 2004 წლიდან ტარდება. ორგანიზაციის ექსპერტები კომპანიების შეფასებისას 3 მთავარ ინდიკატორს იყენებენ, ესენია: წილი ბაზარზე, ბრენდის ლოიალობა და მსოფლიო ლიდერობა. ორგანიზაციის ექსპერტები რეიტინგის შესადგენად მსოფლიოს მასშტაბით 20 000 ბრენდს აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ ბრენდების უმეტესობა აშშ-დან არის.

World Brand Lab-ის მიერ შედგენილი მსოფლიო ბრენდების ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:

1. amazon;

2. Google;

3. Apple;

4. Microsoft;

5. AT&T;

6. Mercedes Benz;

7. CoCa Cola;

8. Nike;

9. Toyota;

10. Mcdonald’s.

BPN.GE

image_pdfimage_print

Comments

comments