NDI – მოსახლოების 62% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

Картинки по запросу jobეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ საქართველოში უმუშევრობა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემად რჩება, რასაც 2018 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს.

კვლევის მიხედვით, მოსახლოების 62% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ეს მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბერში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 3%-ით მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის აღქმით, ახლა უფრო მეტი ადამიანი არის უმუშევარი. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 37% პასუხობს, რომ დასაქმებულია. NDI ამ კითხვას მოსახლოებას წარსულშიც უსვამდა.  2010-2017 წლების მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 30%-დან 40%-მდე გაიზარდა.

 

“უმუშევრობა ბოლო რამდენიმე კვლევაში აქტუალობას ინარჩუნებს და პრინციპში, ამ მიმართულებით უარყოფითი ტენდენცია უცვლელია. ეს ნამდვილად გახლავთ ის მიმართულება, სადაც პროგრესი ყველაზე ნაკლებად ფიქსირდება. თუ ზოგადად შევაფასებთ მოცემული კვლევის შედეგებს, ირკვევა, რომ ინფლაციის, ფასების, განათლების, სიღარიბისა და უმუშევრობის კუთხით, ქვეყანა უდავოდ უკან მიდის და ეს საკითხები კვლავ რჩება პრობლემად”, – აღნიშნა ლორა თორნტონმა.

მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის აზრით, საქართველოში სამსახურის პოვნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა და მხოლოდ ამის შემდეგ – განათლება და სამუშაო გამოცდილება. NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით,  მოსახლეობა მნიშნელოვან საკითხებში პირველ ადგილზე დასაქმებას, სიღარიბესა და ფასების ზრდას ასახელებს.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments