“ნაციონალურ მოძრაობას” რაღაც გაუგებარ სექტას ვუწოდებ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” “სექტას” უწოდებს.
ამის შესახებ მან დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” განაცხადა.
“რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ და მოსახლეობამ სიცრუის კამპანიას?! – სიმართლე. ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკა და მსოფლმხედველობა გაჯერებულია ტყუილით, აგრესიით, ძალადობით, სადიზმით, სისასტიკით. ეს არის “ნაციოანლური მოძრაობის” მთელი 9-წლიანი საქმიანობის მოკლე აღწერა. ის ფაქტი, რომ მათ გამართეს აქცია და მოითხოვეს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა და სერიოზულ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული რაღაც გაუგებარ, მე არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა სექტას, რომლებიც არ არიან ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე. მათი ამოცანაა, დესტრუქცია და შფოთვა შემოიტანონ. მითუმეტეს ამის ყველა საშუალება აქვთ – აქვთ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება და ჰყავთ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ კანონს გარეთ არეულობა შემოიტანონ მოსახლეობაში, მაგრამ სახელმწიფო მათ კანონის ფარგლებში ადეკვატურ პასუხს გასცემს. არავის არ ვურჩევ, არც “ნაციონალურ მოძრაობას”, ყველაზე დესტრუქციულ ძალას ქვეყანაში, რაიმე ფორმით, რაიმე სახით რაიმე დაგეგმოს. სახელმწიფო იქნება ძალიან დაუნდობელი კანონის ფარგლებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, “ნაციონალებს” ჰქონდათ უფლება, ჩაეტარებინათ ძალით და ფულით მოგროვილი ხალხით აქცია, თუმცა ამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე პროცესები შეაფერხოს“.

ღარიბაშვილის შეფასებით, „ეს იყო სასაცილო აქცია, სადაც თქვეს, რომ განაწყენდა თურმე 10 000 კაცი და მთავრობა უნდა გადადგეს“.

image_pdfimage_print

Comments

comments