“დავით კირკიტაძე ფაქტიურად ამ ხელისუფლების მძევალია”

Картинки по запросу გრიგოლ ვაშაძეგაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება რუსეთის მიერ განახლებულ ბორდერიზაციაზე გამახვილდა. საუბარი ასევე შეეხო დავით კირკიტაძის დაკავების საკითხს.

„რუსეთის ფედერაციამ ხურვალეთში განაახლა ბორდერიზაცია და ისევ რამდენიმე ათეული თუ არა, ასეული მეტრით გადმოწია საზღვარი. ისევ გახლიჩა საქართველოს მოქალაქეების ეზოები, პირადი ქონება, ადამიანები ვერ მიდიან თავის სავარგულებთან.

მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღელვებს, ეს არის დავით კირკიტაძის საკითხი, რომელიც ფაქტიურად პოლიტპატიმარია და მძევალი არის ამ ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ამაში უკიდურესად აქტიური მონაწილეობა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური აქტივობის გამო ადამიანი ციხეში არ იყოს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments