გამოკითხულთა 71 % – პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული

ჩხუბი პარლამენტშისაქართველოში გამოკითხულთა 71 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 19 % , ხოლო 10 %  აცხადებს, რომ არ იცის, ნათქვამია NDI–ს კვლევაში.

გამოკითხულთა 55% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. აღნიშნულ მოსაზრებას მხოლოდ 33 პ% ეთანხმება, ხოლო 12 % აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 57% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი უფრო ეფექტურად და ორგანიზებულად საქმიანობს. მოსაზრებას მხოლოდ 29 % ეთანხმება. გამოკითხულთა 54% არ მიაჩნია,  რომ პარლამენტმა ეფექტური ზედამხედველობა გაუწია მთავრობას (სამინისტროებს) მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. 28 % აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება, ხოლო 18% აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 63 % არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება. მოსაზრებას მხოლოდ 23 % ეთანხმება. გამოკითხულთა 45 % აზრით, პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ მისნაირი ადამიანების შეხედულებებს. 51 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

57 % – ს  არ მიაჩნიათ, რომ  ადვილად შეიძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნა. ხოლო  35 %  აცხადებს, რომ შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა.

რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობაში ჩართულობას, გამოკითხულთა 93 % არ დასწრებია პარლამენტის ან პარლამენტის წევრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას. მოთხოვნით არ მიუმართავს პარლამენტისთვის ან პარლამენტის წევრისთვის გამოკითხულთა 97 %–ს. კანონმდებლობაზე კომენტარი არ გაუკეთებია 97 %–ს. საპარლამენტო კომიტეტის სხდომას არ დასწრებია გამოკითხულთა 98%.

კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

image_pdfimage_print

Comments

comments