ჯონ ბოლტონი:”ბახტაძეს ხუან გუაიდოს პრეზიდენტად აღიარების გამო მადლობა გადავუხადე”

ჯონ ბოლტონი და მამუკა ბახტაძეუსაფრთხოების საკითხებში აშშ–ს  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეფონით ისაუბრეს.

დეტალების შესახებ ინფორმაცია ბოლტონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი, ორმხრივი  საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება,“ – წერს ბოლტონი საკუთარ “ტვიტერში”.

მას შემდეგ, რაც ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი  პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აქციები  არ წყდება.

image_pdfimage_print

Comments

comments