თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მენიუ შეიცვალა

Картинки по запросу еда в детсадуდედაქალაქის  საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუში ცვლილებები იანვრიდან ამოქმედდა.

თბილისის  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის განცადებით,  კვების რაციონში გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები – რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი. ასევე დაემატა ბოსტნეულის სახეობები – ბროკოლი, მჟაუნა, ისპანახი, მწვანე ხახვი, რეჰანი.  ცვლილებების შედეგად, საკვებს დაემატა აუცილებელი ვიტამინები და მინერალები და საუზმე გახდა მრავალფეროვანი, სამკომპონენტიანი, რაც ბავშვს არჩევანის საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება სადილს, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, რაციონიდან ამოღებულია შემდეგი კერძები: სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ ფაფა და ღომი, ასევე ამოღებულია ჩიხირთმის წვნიანი.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, გამოცხადებული ტენდერით შესყიდული მომსახურების ღირებულება 38 109 000 ლარია. კომპანია, რომელიც ამარაგებს ბავშვებს საკვები პროდუქტებით, ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს ნარჩენების გატანა და მართვა.

image_pdfimage_print

Comments

comments