“დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიის მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვა გახდა”

Картинки по запросу ყაზგაზტრანსიყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალური მმართველის  გიგლა თამაზაშვილის განცხადებით,   შეიძლება დადასტურებულად  ითქვას,  რომ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი გახდა ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვა და რომ  გაჟონვის წყაროს წარმოადგენდა კუსტარულად და ტექნიკური რეგლამენტების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი დანადგარი.

„მოქმედი რეგულაციების მიხედვით, გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, მარტიდან მარტამდე შეამოწმოს თავისი აბონენტები და თუ აღმოაჩენს მსგავსი ტიპის დარღვევებს, მოხდეს გაზის ქსელიდან გათიშვა , ჩაჭრა და დალუქვა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, 2017 წელს ყაზტრანსგაზ-თბილისის მიერ გამაცხელებელი დანადგარი გაზის სისტემიდან იქნა ჩაჭრილი და დალუქული.

სავარაუდოდ, მოხდა მისი ხელმეორედ კუსტარულად მიერთება.  2018 წლის აქტითაც დასტურდება, რომ აღნიშნული დანადგარის ჩაიხსნა, თუმცა კვლავ კუსტარულად მიაერთეს გამანაწილებელ ქსელზე, რასაც მოყვა ნამწვის გამოყოფა. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გაჟონვასთან არ გვაქვს საქმე, ეს გახლავთ კლასიკური შემთხვევა, როდესაც არასრული წვის პროდუქტი გამოიყოფა. ეს არის მეტად მომწამვლელი, უსუნო და უფერო ნივთიერება“,-განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მოხდა გაზის შეწყვეტა, თუ გათიშვის შემდეგ მრიცხველი მუშაობდა და აბონენტი აგრძელებდა ყოველთვიური საფასურის გადახდას, გიგლა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, მხოლოდ იმ დანადგარის ჩახსნა ხდება, რომელიც ტექნიკური რეგლამენტების დარღვევით არის დამონტაჟებული,

„ჩახსნილი იქნა წყლის მხოლოდ გამაცხელებელი, ხოლო გაზქურა და თუ არ ვცდები, დახურული წვის კამერიანი გამათბობელი, რეგლამენტებს შეესაბამებოდა და შესაბამისად, გაზის შეწყვეტის უფლება გამანაწილებელ კომპანიას არა ჰქონდა“,-განაცხადა  ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალურმა მმართველმა, გიგლა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებსელ სახლშ მოხდა. ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაცვლილია  7 ადამიანი, მათ შორის  მამა-შვილი და ძმები.  ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილები მშენებლობაზე მუშაობდნენ და ისინი თბილისში რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები.

image_pdfimage_print

Comments

comments