სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს 1 500 მოქალაქესთვის კომპენსაციის გადახდა დააკაისრა

Картинки по запросу Кремль деньгиადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

გადაწყვეტილება 16 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მეხუთე მუხლის დარღვევისთვის, თითოეულ მოქალაქეს 10 000-დან 15 000-მდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მესამე მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო დღეს სტრასბურგის სასამართლომ. პირველ ყოვლისა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვება და წარმატება. ამას წინ უძღოდა მასშტაბური სამუშაოები და ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, კონკრეტულად კი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. მიჩვეული ვართ და ახალი არ არის, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ დღესდღეობით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და არის წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ.

image_pdfimage_print

Comments

comments