გაზის ტარიფის გაძვირება პურის ქარხნებს არ შეეხება


Картинки по запросу хлебმიმდინარე წლის პირველი მარტიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი ხდება. თუმცა, კომპანიაში  აცხადებენ, რომ გაზის ტარიფის გაძვირება პურის ქარხნებს არ შეეხება.

როგორც „სოკარ ჯორჯიას“ დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონაძემ განაცხადა,  ტარიფის გაზრდის მიზეზად ლარის გაუფასურებასა და განაწილების ტარიფის ცვლილებას ასახელებს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ გადაწყვეტილება განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დოლარის მიმართებაში. ამავე დროს, სემეკ-ის მიერ დადგენილი განაწილების ტარიფის ცვლილებით, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოსახლეობას, რომელიც სოციალური ტარიფით ღებულობს გაზს, ეს არ შეეხება. სხვა გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის „სოკარ ჯორჯია გაზი“ უკანასკნელია, ვინც ამ კორექტირებას ახდენს. ყველა სხვა კომპანიებმა უკვე დააკორექტირეს თავისი კომერციული ტარიფები. ტარიფი პურის საცხობებისთვის უცვლელი რჩება და ეს „სოკარის„ კეთილი ნებაა, რათა მოსახლეობამ ვერ იგრძნოს კომერციული ტარიფის ცვლილება, პურის ფასის ცვლილების გავლით“, – განაცხადა ანტონ სამსონაძემ.