ჩინეთმა საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა


საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს საჩუქრად ადაპტირებულ მიკროავტობუსი (JAC) გადასცა.

ღონისძიება დღეს “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო ცენტრის პირველი პავილიონის მიმდებარედ  გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ძი იენჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, პარლამენტის წევრები, პარალიმიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მასიურაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი დოლაბერიძე და პარასპორტსმენები დაესწრნენ.

1tv.ge