თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში 2017 წლის ივლისში მოყვა. ავარიის დროს მან თავის ტრავმა მიიღო . ავარიის შემდეგ ზოდელავა “ნიუ ჰოსპიტალში” მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას ტრეპანაცია (თავის ქალის გაკვეთის ოპერაცია) ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ავტოავარიის შემდეგ დღემდე ის თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცი) მკურნალობდა.
ივანე ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.