თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა


Картинки по запросу ვანო ზოდელავათბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა  ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში  გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში 2017 წლის ივლისში მოყვა. ავარიის დროს მან თავის ტრავმა მიიღო . ავა­რი­ის შემ­დეგ ზო­დე­ლა­ვა “ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში” მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს და მას ტრე­პა­ნა­ცია (თა­ვის ქა­ლის გაკ­ვე­თის ოპე­რა­ცია) ჩა­უ­ტარ­და.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ავტოავარიის შემდეგ დღემდე ის თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცი) მკურნალობდა.

ივანე ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.