“საოკუპაციო რეჟიმს სურს დააკვირდეს, რამდენი ოსი მოსახლე გადმოლახავს საოკუპაციო ხაზს”

Картинки по запросу ციხელაშვილისოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს და ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის სავარაუდოდ რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ. 

„საუბედუროდ, 2008 წლის ღია სამხედრო ოკუპაციის შემდეგ, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ასეთი ხელოვნური ბარიკადების მშენებლობა გრძელდება. ე.წ საგუშაგო თუ მავთულხლართების მონაკვეთები, ეს ყველაფერი არის ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს განსაკუთრებით ცინიკურია იმ ვითარებაში, როცა ცხინვალის მიმართულებით ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე შეზღუდულია მოძრაობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ ოსებისთვის. ისედაც 80 %–ით დაცარიელებული ცხინვალის მოსახლეობისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა  გადაკეტა.

სრულიად მორიდების გარეშე, მაგათი „სპუტნიკი“ აცხადებდა იმას, რომ მიმდინარე წელს 40 ადამიანი დააკავეს და ბუნებრივია, მათგან 90 % არიან ადამიანები, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან ცდილობენ გადმოვიდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის და ამაზე მეტი ცინიზმი, ფაქტობრივად წარმოუდგენელია“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ახლა ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რომ ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს, რამდენი ჩვენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც პატრულირებს მხოლოდ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან სამწუხაროდ, არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება . რა თქმა უნდა, ინფორმირებული არიან თანათავმჯდომარეები, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ახლა იმყოფება საქართველოში.

ხვალ არის ერგნეთში ჩანიშნული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა. ბევრ სხვა მწვავე საკითხთან ერთად, ეს უახლესი ეპიზოდები, რომელიც პირდაპირ მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებს, იქნება დაყენებული“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments