სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

Картинки по запросу დავით კირკიტაძე„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დღეს კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, პატიმრობის შუნარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და მის გათავისუფლებას დაცვის მხარე მოითხოვდა.

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ახალი გარემოებები და სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობა არ არსებობდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.  მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments