პრეზიდენტი ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს რუსულ პროვოკაციას უწოდებს

Похожее изображениеსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ამას  გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამის შესახებ  ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, რომელსაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამას ადასტურებს ეუთო-ს თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკის  საქართველოში ვიზიტი. 10 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

 

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურაზე სამუშაოები განაახლეს.  კოშკურა ხურვალეთთან 6 თებერვალს დამონტაჟდა. ოკუპანტებმა იქ მძიმე ტექნიკით მიიტანეს ჯიხური, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს.

image_pdfimage_print

Comments

comments