იანვარში საქართველოს საგარეო ვალი $ 32.56 მილიონით გაიზარდა


dolariბოლო 1 თვეში საგარეო ვალი 32.56 მლნ დოლარით გაიზარდა და 5.466 მლრდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ლარში ვალდებულებები, კურსის ცვლილების გამო, 31 მლნ ლარით 14.51 მლრდ ლარამდეა შემცირებული.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარში შემოსული თანხის მოცულობა 46.47 მლნ დოლარი იყო, ძირითადი თანხის დაფარვისთვის 26 მლნ გადაიხადა ქვეყანამ, პროცენტებში კიდევ 12.5 მილიონი.

იანვარში საშინაო ვალი 46.5 მილიონით შემცირდა – 3.2 მილიარდამდე. ჯამში კი, სახელმწიფო ვალის მოცულობა 77.5 მლნ ლარით 17.72 მილიარდამდეა დაკლებული.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალი არ მოიცავს ე.წ ისტორიულ ვალს