ექს–პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა 1 წლით შეუნარჩუნდება

margvelaSvili 22საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს  გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება. როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ  განაცხადა, მარგველაშვილისთვის დაცვის შენარჩუნება საჭიროების მიხედვით მოხდება.

„თუ იქნება საფრთხეები არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მას დაცვა აუცილებლად შეუნარჩუნდება.” – განაცხადა ჩუბინიძემ.

ანზორ ჩუბინიძემ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით წარადგინა. ამ ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.

გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება.

image_pdfimage_print

Comments

comments