ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დაისჯება

Картинки по запросу дракаე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება: შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა აგრძელებს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ე.წ ქუჩური გარჩევების სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში.

„კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შსს-ს ახალი ინიციატივის თანახმად, კანონით ისჯება როგორც აქტიური მონაწილეობა ასეთ გარჩევაში,  ისე პასიური მონაწილეობაც და დასწრებაც, ოღონდ წინასწარი შეცნობით. კანონპროექტის  დამცკიცების შემდეგ ქუჩური გარჩევის, ისევე როგორც სხვა დანაშაულების დასჯას  შსს–ს საპატრულო ეკიპაჟები აღასრულებენ, ხოლო  პრევენციაში ჩართულები იქნებიან მართლწესრიგის ოფიცრები.

image_pdfimage_print

Comments

comments