აზერბაიჯანში ვულკანი ამოიფრქვა

აზერბაიჯანში, შამახინის რაიონში ვულკანის ამოფრქვევა დღეს დილით  დაფიქსირდა. ინფორმაციას  Trend-ი რეგიონის ადმინისტრაციიაზე  დაყრდნობით ავრცელებს. 

ვულკანიდან ლავის ამოსროლა დასახლებული პუნქტიდან 150 მეტრის დაშორებით მოხდა. ამოსროლის სიმაღლემ 4-5 მეტრი შეადგინა. ამ დროისათვის ლავის ამოფრქვევა შეჩერებულია, თუმცა ეპიცენტრში პროცესი მაინც მიმდინარეობს.  ამოფრქვეული ქანები 1000–1500 მეტრის პერიმეტრზე მიმოიფანტა.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა და მიმდებარე შენობები არ დაზიანებულა.

შეგახსენებთ, ამ ტერიტორიაზე ვულკანი გასულ წელსაც ამოიფრქვა.

image_pdfimage_print

Comments

comments