უცნობი პირები აშშ–ში „იეღოვას მოწმეთა“ ეკლესიებს წვავენ

Картинки по запросу храмы Свидетелей Иеговыაშშ–ს ვაშინგტონის შტატში დაუდგენელი პირები „იეღოვას მოწმეთა“ სამლოცველო სახლებს ცეცხლს უკიდებენ, იუწყება  religionnews.

პოლიციამ ექსტრემისტების ვინაობის დასადგენად ჯილდო დააწესა – 30 ათასი დოლარი, თუმცა  ისინი ამ დრომდე  მართლმსაჯულებას  ხელიდან უსხლტებიან. ბოლო,  რიგით მეხუთე ხანძარი  ქ. ოლიმპიაში მოხდა. გამოძიებას მიაჩნია, რომ ხანძრები მიზანმიართული და ურთიერთდაკავშირებულნი არიან – ცეცხლს ისე ოსტატურად უკიდებენ, რომ შენობა მთლიანად ნადგურდება.

აგვისტოში, ხანძრამდე ერთერთი სამლოცველოს შენობას უცნობმა პირებმა ღამით ავტომატიდან 40 ტყვია დაუშინეს, რითაც „იეღოვას მოწმეთა“ორგანიზაციას 10 ათასი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იძულებულნი გახდნენ გაემკაცრებინათ უსაფრთხოების ზომები – კრებები  დახურულ კარში ტარდება, ტერიტორიაზე კი ვიდეოთვალთვალი დაწესდა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments