ემზარ კვიციანი ოჯახების შექმნის მიზნით ორგანიზაციას აფუძნებს

Картинки по запросу კვიციანიდეპუტატი  ემზარ კვიციანი ემიგრაციის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრს აფუძნებს და განმარტავს, რომ  ორგანიზაცია  ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება. 

“ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა. შეიძლება ითქვას, რომ მე ვიქნები ამ ორგანიზაციის ლობი. ეს იქნება ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ემიგრაციაში უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც არის წარმატებული ბიზნესმენი, რომლებსაც არ უჭირთ და სურთ ვიღაცებს დაეხმარონ. მათ არ ჰქონდათ ამის საშუალება, რადგან არავის შეუქმნია მსგავსი ცენტრი. ამიტომაც მომმართეს მე დასახმარებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ბიზნესმენი ემიგრანტები აპირებენ ცენტრის დაფინანსებას,“ – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დგას, რასაც ადასტურებს გაეროს კვლევები, რომლის თანახმად  2050 წლამდე საქართველოში ქართველები უმცირესობაში იქნებიან.

“ცენტრი დაეხმარება დაოჯახებულ წყვილებს, რომლებიც საცხოვრებლად წავლენ მთაში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი საცხოვრებლად გადავა რეგიონში, სადაც მოქმედებს მთის კანონი, ოჯახი დამატებით დახმარებებს მიიღებს. დახმარება გაიცემა იმ დედებისთვის, რომლებსაც ჰყავთ (სსმ) შვილები. ამ მხრივ კანონპროექტსაც ვამზადებთ „პატრიოტთა ალიანსში“. ასეთ დედებს მძიმე სამუშაოს შემსრულებელი პირების ანაზღაურებასთან გათანაბრებული ხელფასი უნდა ჰქონდეთ.

დავეხმარებით ასევე მრავალშვილიან დედებს, ცენტრის ფინანსებიდან გამომდინარე – პირველ, მეორე და მესამე შვილებზე 20-დან 100-ლარამდე დანამატები გაიცემა.

ჩვენ გვექნება შეხვედრა ბანკებთან, რომ უპროცენტო სესხები გაიცეს. გარკვეული სახის სესხი უნდა იყოს გაცემული უპროცენტოდ იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს ოჯახი. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს 3 ბავშვი ეყოლება, სესხის დასაფარ თანხას ცენტრი გადაიხდის,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

“ინტერპრესნიუსი”

image_pdfimage_print

Comments

comments