საქსტატი – საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

Картинки по запросу мясо, яйца, молокоსაქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის  მონაცემებით, საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა.

თუ 2017 წელს ხორცის წარმოება 66.2 ათას ტონას შეადგენდა, 2018 წელს 67 ათას ტონამდე გაიზარდა. რძის წარმოება 2017 წელს 528.4 მილიონ ლიტრს შეადგენდა, 2018 წელს კი 532 მილიონი ლიტრი შეადგინა. 2017 წელს 600 მილიონი ცალი კვერცხი იყო წარმოებული, შარშან კი მაჩვენებელი 612 მილიონამდე გაიზარდა.

ამასთან, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ფრინველის სულადობა. შარშან გაიზარდა ღორებისა და ცხვრის სულადობა.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 874 ათასი იყო, რაც წინა წლის 31 დეკემბერთან შედარებით 35 ათასით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, ერთ წელიწადში 7 ათასით, 157 ათასამდე გაიზარდა საქართველოში ღორების სულადობა. ცხვრებისა და თხების სულადობა კი საქართველოში დაახლოებით 2 ათასით გაიზარდა და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 909 ათასი შეადგინა. 530 ათასით შემცირდა ფრინველთა რაოდენობა და 2018 წლის შედეგად 7,8 მილიონი შეადგინა.

image_pdfimage_print

Comments

comments