ახალი ინიციატივა – ქალაქებში მწვანე სივრცეებს მშენებლობისგან კანონი დაიცავს

Похожее изображениеსაპარლამენტო უმრავლესობა ახალი ინიციატივით გამოდის -ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებაში არსებული ყველა პარკი და მწვანე ზონა საკანონმდებლო დონეზე იქნება დაცული.  კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი „მწვანე ხაზები“და სწორედ ამ ხაზებით იქნება შემოსაზღვრული ეს ტერიტორიები. 

კანონპროექტის ავტორები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არიან.

მათი განცხადებით, კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი. საკრებულოს თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საშუალება ექნებათ ამ ჯგუფს მიმართოს.

ახალი კანონპროექტის მიზანია, მწვანე სივრცეები დაიცვას ნებისმიერი კაპიტალური ტიპის მშენებლობისგან, რასაც კანონი აკრძალავს. კანონპროექტის ავტორებმა კონსულტაციები ქალაქის მერთან უკვე გაიარეს და კახა კალაძისგან სრული მხარდაჭერა ექნებათ. მამუკა მდინარაძე და კახა კუჭავა კოლეგებისგან და საზოგადოებისგანაც ელოდებიან მხარდაჭერას.

image_pdfimage_print

Comments

comments