ამ ღამეს წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა

აღსანიშნავია, რომ ამაღამინდელი სუპერმთვარე უდიდესი იქნება 2019 წლის სუპერმთვარეობის სხვა მოვლენებს შორის.

CNN-ის ინფორმაციით,სუპერმთვარე ცაზე სავსე მთვარეობის დროს ჩნდება, რადგან ამ დროს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს არის. სუპერმთვარე თავის პიკს სამშაბათს, 19 თებერვალს თბილისის დროით 19:54 წუთზე (10:54 a.m. ET) მიაღწევს, თუმცა ამ დროს თვალისთვის ხილული არ იქნება. ამიტომ სფეროს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სუპერმთვარეს თვალი ორშაბათიდან ვადევნოთ.  სავსე მთვარე ჩვეულებრივთან შედარებით 10%–ით დიდი გამოჩნდება, რადგან ამ მომენტში ის შედარებით ახლოს იმყოფება დედამიწასთან (356 761 კმ).

რა იწვევს სუპერმთვარეს? ცნობილია, რომ მთვარე დედამიწის გარშემო გაწელილ, ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. როცა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს ექცევა და თან სავსეა, დედამიწიდან ის უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე სხვა დროს.

სავსე მთვარეს თებერვალში ძვლის ან მშიერი მთვარის სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან ზამთრის ეს პერიოდი საკვების სიმცირით გამოირჩევა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments