Af&Co – მ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა


Похожее изображениеქართული სამზარეულო და ხაჭაპური კიდევ ერთხელ გახდა მომხმარებლის რჩეული.

რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია Af&Co 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

Af&Co ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს.

რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის წლის კერძად თავისი გემოს, ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

 

აჭარული ხაჭაპური

imedinews.ge