საქართველოს პრეზიდენტი კახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტს კახინგილოს ქართულ სკოლაში ქალაქ კახის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მუსა შეკილიევმა და სკოლის დირექტორმა ნათელა ოთარაშვილმა უმასპინძლეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას ალიბეგლოს სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფისთვის. სალომე ზურაბიშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თანამედროვე სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მასწავლებლების გადამზადებას საჭიროდ მიიჩნევენ.

კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც დარბაზული ტიპის XVIII საუკუნის მოქმედი, მარათლმადიდებლური ეკლესიაა, საქართველოს პრეზიდენტი მრევლს, წარმოშობით ქართველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტისგან ძველი, ისტორიული ეკლესიების შეკეთებისა და ამოქმედებისათვის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ.

image_pdfimage_print

Comments

comments