საახალწლო ღონისძიებებზე თბილისის მერიამ 5.3 მილიონი ლარი დახარჯა


Картинки по запросу ახალი წელი თბილისი2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე საქართველოს 5-მა თვითმმართველმა ქალაქმა: თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა ჯამში დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. აღნიშნული თანხის 82% თბილისზე მოდიოდა, — აღნიშნულია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის 1 იანვარს არის, მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება და წლის ბოლოს დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ეს მიანიშნებს ტენდერების დაგეგმვის არასათანადო პრაქტიკაზე, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ონფორმაციით,  თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ხარჯების 36% უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის გზით გასწია, რაც ნომინალურ გამოსახულებაში საკმაოდ სოლიდური თანხა – 1.9 მილიონი ლარია. 5 თვითმმართველ ქალაქს შორის ფოთის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე ყველაზე ცოტა დახარჯა, თუმცა მთლიანი თანხა პირდაპირი შესყიდვის გზით დაიხარჯა. ქუთაისის მერიის შემთხვევაში თანხის 68% დაიხარჯა პირდაპირ შესყიდვაზე.

ქალაქების მერიების მიერ პირდაპირი შესყიდვების საფუძვლად, როგორც წესი, გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდებოდა. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არასათანადო დაგეგმვით იყო გამოწვეული და არა შესყიდვის სპეციფიკურობით. ელექტრონული ტენდერების კუთხით მთავარი პრობლემა კონკურენციის დაბალი დონე იყო, რაც სიახლე არ არის. თბილისის მერიის 2 მილიონ ლარიანი ტენდერი იტალიურმა კომპანიამ „IDO SRL“-მა კონკურენციის გარეშე მოიგო. ბათუმის მერიის 428 ათას ლარიან ტენდერში „აჭარგანათებამ“ ასევე უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო რუსთავის მერიის გამოცხადებულ 208 ათას ლარიან ტენდერში მხოლოდ 2 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც ერთმა დისკვალიფიკაცია მიიღო.

თბილისის მერიამ (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფმა”) საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში დაახლოებით 5.3 მილიონი ლარი გაიღო, საიდანაც 36% უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად 4 მილიონი ლარი გამოეყო. 2019 წლის 5 თებერვლისთვის აღნიშნული თანხიდან 3 560 735 ლარი იყო დახარჯული. გარდა ამისა, ილუმინაციების მონტაჟისთვის შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 63 567 ლარი.

“კომერსანტი”