საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია განცხადებას ავრცელებს


25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]ბუნებრივია, რომ „დრო ყველაფრის მკურნალია“, მაგრამ ცუდია როდესაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წარსულის დავიწყებით ისტორიის გაყალბება მოხდეს.

აგერ უკვე 27 წელია კრიმინალური გადატრიალების მთავარი იდეოლოგები ცდილობენ 1991წლის ბოლოდან ჩვენს თავს დატეხილი ტრაგედია ხან სახალხო აჯანყებად, ხან კი შიდა სახელისუფლო დაპირისპირებად წარმოადგინონ, რათა როგორმე სისხლი ჩამოირეცხონ და დე-ფაქტო ხელისუფლება როგორმე კანონიერების ჩარჩოებში მოქციონ.

ჯერ კიდევ, 1993 წლის 25 ოქტომბერს თომას გოლცი (კავკასიის სპეციალისტი, რომელიც დამკვირვებლად მივლინებული იყო საქართველოში და იმყოფებოდა სოხუმში მისი დაცემის ბოლო დღემდე), აშშ-ს კონგრესის – ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე მოხსენებისას, აღნიშნავდა:

„შევარდნაძის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ის დღეს საქართველოს მართვისას აწყდება იმაში მდგომარეობს, რომ მისი სახლი ქვიშაზეა აგებული: მისი ხელისუფლება პუტჩის გზითაა დამყარებული, ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო პუტჩის გზით ».

ხოლო ხელისუფლება (ბუნებრივია მისი მემკვიდრეც), რომელიც უკანონო (ძალადობრივი) გზით არის მოსული მარად არაკანონიერად დარჩება. ფაქტია, რომ ისინი დღესაც ძალადობით (უკანონოდ) ინარჩუნებენ სახელისუფლო ბერკეტებს, ამიტომაც ეწოდებათ მათ დე-ფაქტო ხელისუფლებას.

ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი არა თუ უბრალოდ თანამშრომლობს მათთან, არამედ ბევრ ჩვენთაგანს აქეთ გვამუნათებენ, თუ რატომ მოვიხსენიებთ მათ დე- ფაქტო ხელისუფლებად. რა შეიძლება ასეთ შემთხვევაში ითქვას? არც არაფერი, ამჯერად უბრალოდ დავჯერდებით დიდი ქართველი მამულიშვილის, დავით გურამიშვილის შეგონებას: „ცუდზე ცუდი რომ არა ვთქვა აბა კარგი როგორ ვაქო?“

აგერ უკვე მრავალი წელია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გათითოკაცებული, ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ ერთ მუშტად შეიკრან ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ამ საკითხებზე მსჯელობისას ჩვენს თანამებრძოლებთანაც კი ყოველთვის სალ კლდეს ვაწყდებით. ამ ბოლო მოვლენებმა კი დაგვარწმუნა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იქნება, რადგან ფაქტია თვით ჩვენს თანამებრძოლებშიც კი ვერ ვნახეთ მხარდაჭერა ამ მხრივ.

მართალია ყველაფერს ფარდა აეხდება და ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ ხმამაღლა: აბსოლიტურად არ გვაქვს იმედი იმ თანამებრძოლების, რომლებიც დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას არ მიიჩნევს შევარდნაძის ხელისუფლების მემკვიდრე უკანონო ხელისუფლებად. უბრალოდ ჩვენ მათთან ერთად „ეკლესიისკენ მიმავალ გზას“ ვერ ვიპოვით!

არადა, 1991-1993 წლების მოვლენებში ჩვენთან დაპირისპირებულ ძალებში მრავლად არიან ვაჟკაცები, რომლებიც დღეს უკვე გულწრფელად ინანიებენ იმ დროს დაშვებულ შეცდომებს და დღეს უკვე მზად არიან ბოლომდე ერთგულად დაგვიდგნენ მხარში სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლაში.

Похожее изображение

და მაინც, რატომ ასეთი აზროვნება ჩვენს რიგებში?

სამწუხაროდ დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ ანკესს მრავალი ჩვენთაგანი წამოეგო. მოვიყვანთ რამოდენიმე ასეთ მაგალითს:

1.ბევრ ჩვენთაგანს თავდადებულ მებრძოლად მოაქვს თავი. უამრავ მასალას მოიტანს იმისას თუ, როგორ თავგამოდებით იბრძოდა კანონიერების დაცვისთვის და როგორ ედგა მხარში პრეზიდენტს. ამ დროს კი აბსოლიტურ უვიცობას ამჟღავნებს (თუ სამწუხაროდ ეს მიზანმიმიმართულად არ ხდება), როდესაც თავისი ნამეტანი ჭკუისკოლოფობით არასწორად ტირაჟირებს გარკვეულ დებულებებს და ფაქტებს, ამით კი ერთი ერთში იმეორებს რაზმაძე-სიგუასეულ „მთავარ არგუმენტს“, რომ თურმე პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა მოეხსნა თენგიზ კიტოვანი თანამდებობიდან და „ეროვნული გვარდია – შინაგანი ჯარის რეორგანიზაცია მოეხდინა.

დიახ ამ „ყოვლისმცოდნე“, „მგზნებარე პატრიოტებს“ არა თუ ვერ განუსხვავებიათ შინაგან საქმთა სამინისტროსთან არსებული „საქართველოს ეროვნული გვარდია – შინაგანი ჯარი“-ს სტატუსი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის“ სტატუსისაგან, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და კონსტიტუციის არსზე წარმოდგენაც კი არა აქვთ.

დიახ, ყველა ესენი ნებით თუ უნებლიედ ამტკიცებენ პროკურორ რაზმაძის მიერ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც თავისი აბსურდულობის გამო თავად პროკურატურამ გააუქმა, ამიტომაც ასეთ კატეგორიას ვერასდროს ჩავთვლით ჩვენს თანამებრძოლებად.

ცნობისთვის „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის“ სტატუსის და შექმნის ისტორიას გაეცანით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის შტაბის უფროს, ბ-ნ გურამ ლაკიას სტატიებში (იხ. გაზ. „საქართველოს სულიერი მისია – ჯამაათი“ და ასევე fac-გვერდებზე განთავსებულ პოსტებში);

2. ცდილობენ პრეზიდენტის სახელის დისკრედიტაციით სახელი გაუტეხონ ეროვნულ ხელისუფლებას, რათა ამით როგორმე გაამართლონ 1991-1993 წლების მოვლენები. რადგანაც თავად პრეზიდენტს ვერაფერი მოუძებნეს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად დასაჯერებელი, მაკომპრომიტებელი ფაქტები, აქცენტი გადიტანეს პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაზე – მის ოჯახზე და შეიარაღებული ძალების სარდალზე. ამ უკანასკნელის მიმართ კი ბრალდებები დღესაც აქტუალურია თვით ჩვენს „თანამებრძოლებში“ და თუ რატომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ. აი სიმართლის გარკვევა კი არავის არ უნდა, რათა ერთხელდასამუდამოდ დამტკიცდეს ესა თუ ის ფაქტი და დმნაშავე დაისაჯოს ანდა გამომჟღავნდეს ცილისმწამებლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რათა ქართველი ხალხის ერთობა არ შედგეს.

ყველა ისინი ვინც ავრცელებენ ორღობის ჭორებს პრეზიდენტის გარემოცვის ირგვლივ და არაფრისდიდებით არ სურთ საჯაროდ დაამტკიცონ ყოველივე უბრალოდ ჩვენს თანამოაზრეებად არ განიხილებიან;

3. ჩვენმა მრავალწლიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ, ჩვენი გათითოკაცებული ეროვნული მოძრაობის ერთ მუშტად შეკვრის შესახებ, ნაყოფი გამოიღო და ახლა უკვე ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს გაერთიანების აუცულებლობაზე! ამ ყველაფერმა ცხადია მეტად შეაშფოთა მავანნი და უხილავი რეჟისორის ხელის მოძრაობაზე მრავლად „გამოჩნდნენ“ გაერთიანების ინიციატორები, მაგრამ ცხადია ქართველი ხალხი მარტივად შიფრავს ყოველივეს და ამა თუ იმ შემოგდებული პიროვნებების ირგვლივ არ გაერთიანდებიან. ვაცხადებდით და ვაცხადებთ ახლაც, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს კანონიერების გარშემო და არა ამა თუ იმ პიროვნების გარშემო!

რაც მთავარია, ბოლო წლების აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო აქტიურად დაიწყო მოსახლეობაში იმ აზრის დაფიქსირებამ, რომ 1991-1993 წლებში საქართველოში მოხდა სისხლიანი კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის მიერ ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია (როგორც ეს შეფასებულია უზენაესი საბჭოს სესიაზეც 1993 წელს გროზნოში!). ცხადია არაფრისდიდებით არ აწყობთ ოკუპაციის დაფიქსირება, რადგან დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია.

აი ამიტომაც წამოიჭრა ჩვენს გასათიშად შემოგდებულმა თემა, როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლებაში მომუშავე მართლაც და პატრიოტული სულისკვეთების პიროვნებების გამო გვიცხადებენ ნუ მოვიხსენიებთ ხელისუფლებას დე-ფაქტოდ?! საოცარია პირდაპირ განა აქამდე დე-ფაქტოდ მოხსენიებამ ხელი შეუშალა ხელისუფლების რიგებში პატრიოტული სულისკვეთების ადამიანების ყოფნას? ცხადია არა. ამჯერად კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ დავით გურამიშვილის სიტყვებს: „ცუდზე ცუდი რომ არა ვთქვა …“ და ჩვენს გზააბნეულ თანამებრძოლებს მივმართავთ თხოვნით გაიხსენეთ რისთვის ვიბრძოდით თუ არა კანონიერებისთვის და რაც დღეს გვაქვს ეს კანონიერად მიგაჩნიათ?

ვისაც ეს ხელისუფლება დე-ფაქტოდ არ მიაჩნია და ერიდება მისი ასეთი სახით მოხსენიებას მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ ჩვენს თანამებრძოლად და საერთოდაც ვფიქრობთ – ყოფილან კი ისინი ოდესმე კანონიერების დამცველთა რიგებში, ან შეიძლება ყოფილიყო ასეთი ხალხი პრეზიდენტის მხარდამჭერად ოდესმე?

სულ რომ ერთეულები დავრჩეთ ჩვენს ბრძოლაში, ჭეშმარიტების ღალატი არ შეიძლება!!!
არ გატყდება და არ შედრკება ჭეშმარიტი ეროვნული სული!!!

გფარავდეთ უფლის ძალი და მადლი! ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პრესცენტრი