აფხაზეთში ნაპოვნი „თოვლის ქალის“ გენეტიკური კოდი ამოხსნილია


Картинки по запросу Зана თოვლის ადამიანისშესახებ აფხაზეთში ოდითგანვე იცოდნენ, მას აბნაუიუს უწოდებენ.  ყვებოდნენ, რომ ადრე, უღრანი ტყით დაფარულ მთებში მრავლად იყვნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მათი განადგურებაც უწევდათ...

1950–იან წ.წ. სსრკ–ს თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთის საზღვარზე მოსამსახურე სამხედრო პირებისთვის ვრცელი ინსტრუქცია გააგზავნა, სადაც დაწვრილებით  იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მესაზღვრე აბნაუიუსთან შეხვედრის დროს. იკრძალებოდა მათი მოკვლა ან კონტაქტში შესვლა. სამხედრო არქივში შემონახულია ერთ–ერთი მესაზღვრის პატაკი, რომელიც მორიგეობისას „თოვლის ადამიანების“ წყვილს გადაეყარა. როგორც ჩანს, მამრმა მესაზღვრე კონკურენტად აღიქვა და თავს დაესხა, თუმცა მდედრმა არ დაანება და თავის გზას გაუდგა. დაფლეთილი სამოსით დაბრუნებული მესაზღვრის პატაკი მეთაურობამ უპირობოდ მიიღო.

მე XIX  საუკუნის ბოლოს აფხაზეთის ერთერთ სოფელში, თავადის მამულში ცხოვრობდა აბნაუიუს მდედრი წარმომადგენელი სახელად ზანა.

მისი  დაჭერის თარიღი და ადგილი დაზუსტებით დადგენილი არაა. ერთი ვერსიით, ის ზაადანის მთიან ტყეებში შეიპყრეს, მეორე ვერსიით – ახლანდელი ოჩამჩირეს რაიონის სანაპიროს მახლობლად, მესამე ვერსიით კი – აჭარის სანაპიროსთან. აჭარის სასარგებლოდ მეტყველებს მისი სახელი „ზანა“, რაც ქართულ სიტყვას „ზანგს“ ჰგავს.

ოფიციალური ისტორია მოგვითხრობს, რომ აფხაზეთის თავადი აჩბა სანადიროდ ზაადანის მთის ტყეებში მონადირეობდა, როდესაც ძალზე მაღალი, უცნაური ადამიანი  შენიშნეს. ტყიური ქალი მარტივად მიიტყუეს – ერთერთმა მსახურმა თავისი ძველი, ოფლით გაჯერილი შარვალი დაუგდო. უცნაური ნივთის თვალიერებაში გართული „თოვლის ქალი“ ადვილად გაკოჭეს. ახლო დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ქალის სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევდა, სხეული მუქი ყავისფერი, გრძელი ბალნით იყო დაფარული,  სხეულის ქვედა ნაწილში თმის საფარი უფრო ინტენსიური იყო.  კანის ფერი მუქი რუხისფერი. სხეული მასიური, დაკუნთული, ძალზე მსხვილი მკერდით,  თუმცა წვივები თხელი, ხოლო ფართე ტერფებზე გრძელი მოქნილი თითები ჰქონდა. სახე არც ისე გრძელი თმით იყო დაფარული. თავზე თმის საფარი თითქმის წარბებიდან  ეწყებოდა  და ზურგამდე ეშვებოდა. სახის ქვედა ნაწილი წინ იყო წამოწეული.  თვალები კი მოწითალო ჰქონდა.

ზანა აფხაზეთი
რაისა შვილიშვილთან ერთად

„თოვლის ქალს“ ზანა შეარქვეს. თავადმა აჩბამ ის მეგობარ თავადს ლაიპანს უსაჩუქრა, მან კი, თავის მხრივ, თავად ეჯე გენაბას, რომელმაც ზანა სოხუმიდან 78 კმ–ში მდებარე მამულში, ს. თხინში  ჩამოიყვანა. აგრესიული ქცევის გამო თავდაპირველად ზანა მორებისგან შეკრულ სადგომში ცხოვრობდა, ხოლო სამი წლის შემდეგ ის უკვე თავისუფლად დასეირნობდა სოფელში, საცხოვრებლად კი ორმო ირჩია, რომელიც თავად ამოთხარა, აქ ზამთარ–ზაფხულ ეძინა, ზოგჯერ კი თბილ ნაცარში უყვარდა ჩაძინება.  სამოსს არ იკარებდა, ყველა კაბა, რომელიც ჩაააცვეს, ნაფლეთებად აქცია, როგორც იქნა, წელსქვევით მოსახვევის ტარებას შეაჩვიეს.  თვითმხილველთა მოწმობით, ზანა ცხენის სიჩქარით დარბოდა, ერთი ხელით თავისუფლად წევდა 80 კილოგრამიან ტომარას. ყველაზე ძალიან მას მდინარეში ცურვა და ალკოჰოლური სასმელების დალევა უყვარდა. სოფელში ცხოვრების მანძილზე ზანას ინტიმური კავშირი  ჰქონდა რამოდენიმე მამაკაცთან, მათ შორს თვით თავად გენაბასთან. როგორც ჩანს, ადგილობრივებისთვის ეს ერთგვარი გართობა იყო.  ამის შედეგად ზანას ოთხი ბავშვი ეყოლა. პირველი, რომელიც თავადი გენებასგან ეყოლა, გარდაიცვალა – დედამ ახალშობილი ეგრევე ცივ მდინარეში გაბანა. ამის გამო დანარჩენ ბავშვებს დაბადებისთანავე ართმევდნენ.

ზანას გარდაცვალების თარიღი და დაკრძალვის ადგილი უცნობია. ეს დაახლოებით 1880–იანი წლების ბოლოს მოხდა. ცხოვრების ბოლომდე ზანას დაბერების ნიშანი არ დასტყობია, ერთი თმა არ გასთეთრებია, ერთი კბილი არ დაჰკლებია. ლაპარაკი ვერ ისწავლა, მხოლოდ ღმუოდა ან იღრინებოდა. როდესაც რამე უხაროდა, ცივად იცინოდა, მაგრამ არასდროს გაუღიმია.

Похожее изображение
ხვიტი და რაისა

ზანას ოთხი შვილი დარჩა – ორი გოგო და ორი ბიჭი – გომაზა, კოჯანირი, ჯანდა და ხვიტი. სამი მათგანის ბედი უცნობია.  სოფელში მხოლოდ ხვიტი დარჩა, რომელიც  1954 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მკვიდრი ზენობ ჩოკუა ყვებოდა, მას ბავშობაში ზანა ნანახი ჰყვდა და დაწვრილებით აღწერა იგი. მისივე თქმით,  ხვიტის მამა თანასოფლელი მწყემსი საბეკია იყო, რომელმაც სიკვდილის წინ მამობა აღიარა და გვარიც მისცა.

ხვიტი მრავალს ახსოვდა, მას აღწერენ როგორც ღონიერ, მუქკანიან და შეიძლება ითქვას, ნეგროიდული გარეგნობის ნიშნების მქონე ადამიანს. სოფლელებთან ერთერთი უთანხმოების დროს ხვიტს მარჯვენა მოჰკვეთეს, თუმცა მთელი ცხოვრება მარცხენა ხელით შესანიშნავად ასრულებდა ყველა სამუშაოს – თიბავდა, მუშაობდა, ხეებზეც კი ადიოდა. მაღალი ხმა ჰქონდა და კარგად მღეროდა. ორჯერ იყო დაქორწინებული, სამი შვილი დარჩა.  ცხოვრების ბოლო წლებში ტყვარჩელში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა, ხოლო დაკრძალვით  მშობლიურ სოფელ თხინში, დედის საფლავის მახლობლად დამარხეს.

ხვიტის შვილებს – შალიკუას და რაისას ნეგროიდული გარეგნობა ახასიათებდა – ოდნავ მუქი კანის ფერი და მსხვილი სახის ნაკვთები. „ბებია ტყეში იპოვეს“, – მშვიდად აღნიშნავდა ხოლმე რაისა.  შალიკუას ძალზე ძლიერi ყბები ჰქონია,  შეეძლო კბილებით დაეჭირა მაგიდა მასთან მჯდომი ადამიანითურთ და ამავე დროს ეცეკვა. მას კიდევ ერთი  უჩვეულო ნიჭი ჰქონდა – ყველა შიანური თუ გარეული ცხოველების ხმებს ბაძავდა.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, მეცნიერებმა ზანას საფლავს დღემდე ვერ მიაგნეს, თუმცა, ნათესავების თანხმობით, ხვიტის საფლავი გახსნეს.  2015 წელს  ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაიან საიკსამა ზანას  გენეტიკური კოდის ამოცნობა სცადა. მას ხვიტის თავისქალის ნაწილი და ზანას 6 შთამომავლის  ნერწყვის ნიმუშები ჰქონდა. ანალიზის შედეგები საიკსმა ბრიტანულ გაზეთს  The Times–ს გააცნო. დასკვნის თანახმად, გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მისი მატარებელი ნახევრად ადამიანის ქვესახეობას, ნახევრად კი მაიმუნისებრ ქვესახეობას მიეკუთვნებოდა და სავსებით შესაძლებელია, რომ „იეტის“ ანუ „თოვლის ადამიანი ყოფილიყო“. ამის გარდა, ეს ქვესახეობა გარკვეულ წილად აფრიკული რასის წარმომადგენლებს ჰგავდა, თუმცა თანამედროვე აფრუკულ ჯგუფებთან ძალზე მცირე ფიზიკური და გენეტიკური მსგავსება გააჩნდა…

www.premiumi.ge