გაძვირდება თუ არა პური?

Похожее изображение,,საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტის პროცედურების გართულება საქართველოს ბაზარზე გავლენას მოახდენს, მაგრამ მისი ვარაუდით, პურის ფასი არ გაიზრდება. 

„რუსეთში არსებობს შიშები, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ხორბლის მოსავალი ნაკლები იქნება. გარდამავალი მარაგების მხრივ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ; აქედან გამომდინარე, მათ აქვთ მცდელობა, რომ შეამცირონ ხორბლის ექსპორტი, მისი შეფერხება კი, თავისთავად იწვევს ფასების მატებას. ეს გარკვეულწილად იმოქმედებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენს რამდენიმე გემს, რომელიც რუსეთიდან გამოდიოდა დატვირთული ხორბლით, პრობლემა შეექმნა, ისევე როგორც სხვა ქვეყნის გემებს. თუ ადრე ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი კეთდებოდა 1 დღის განმავლობაში, ახლა 4-5 დღეა საჭირო. პურის გაძვირების შესახებ პურის მწარმოებლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ის ტალღა, რომლის შემდეგაც პროდუქტი გაძვირდა, სერიოზული მატება მოხდა, ახლა ასეთი სიტუაცია არაა. ამ მექანიზმის შედეგად შესაძლებელია 1-2 ლარით მოიმატოს ფქვილის ფასმა, თუმცა ვფიქრობ, პურის ფასზე ეს პროცესები არ იმოქმედებს”, – აცხადებს ის.

სილაგავა ასევე განმარტავს, რომ მოსალოდნელია საიმპორტო ბაზრის დივერსიფიცირება, რადგან ფასების მომატების შემდეგ სხვა ქვეყნიდან ხორბლის იმპორტიც რეალურია, თუმცა მიუხედავად მსგავსი ფაქტორებისა, რუსეთის ბაზარი კვლავ კონკურენტუნარიანი რჩება.

„რაც შეეხება ბაზრის დივერსიფიცირებას, ნაწილი უკვე შემოგვაქვს ყაზახეთიდან, სხვა ბაზრებზე ნელ-ნელა გადავერთვებით. მიუხედავად ამისა, ყაზახეთის ბაზარი ჯერჯერობით, მაინც ძვირია რუსეთთან შედარებით. ყველა ქვეყნიდან შეიძლება იმპორტი, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებიდანაც, მაგრამ ფასის გაძვირების მიუხედავად, რუსეთის ბაზრი მაინც კონკურენტუნარიანი რჩება”, – აცხადებს ის.

bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments