აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა

Похожее изображение7 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავი შესრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. გაიმართა სამშვიდობო მარათონი და ამხანაგური შეხვედრა ამერიკული  ფეხბურთში . ასევე,  ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალს, დაჯილდოვდნენ  ალპინიადაში გამარჯვებულები.

საღამო ოლიმპიურ კომიტეტში შედგა და მას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა. მოეწყო ალპინიადისადმი მიძღვნილი ვიდეო კლიპების პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის – „ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების რუხის შეხვედრების ექო“ ჩვენება, რომლის რეჟისორიც ენემეო სიდიანი გახლავთ.

image_pdfimage_print

Comments

comments