სოფელ ხანში ჭურის ყველის ფესტივალი გაიმართა

სოფელ ხანში ჭურის ყველის ფესტივალი გაიმართაბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში ჭურის ყველის ფესტივალი „აღმოაჩინე ხანი“ გაიმართა.

ფესტივალი პირველად მოეწყო. მისი მიზანი ჭურის ყველისა და ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზაციაა. ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა საქართველოში, მხოლოდ სოფელ ხანში შემორჩენილი, ყველიერის კვირაში გახსნილი ჭურის ყველი, სულგუნი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთაგორიან სოფლებში მოყვანილი ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტები.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყველს ჭურში აგვისტოდან ინახავენ, რომელიც ყველიერის დროს იხსნება. სულგუნი შებოლილი ინახება.

„სულგუნი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მისი შენახვის გზა შებოლვა ან ქვევრში ჩაწყობაა. ეს ტრადიცია არსებობდა საუკუნეების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ ხანმა შემოინახა ეს უნიკალური ტრადიცია“, – განაცხადა პირველ არხთან ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ხორავამ.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments