“ცეია ჰია” – რა საერთო აქვს ეტრუსკებს იბერიელებთან?

Похожее изображение

მალე ცეია ჰია  ეტნამ…

ციზ ვაკლ აისვალე, 

მალე ცეია ჰია ტრინთ

ეტნამ ციზ ალე.

მაოე ცეია ჰია ეტნამ,

ციზ ვაკლ ვიკლ ვალე,

ატაილე იტრიალე

ჰია ციზ ტრინთაშა…

ეს ეტრუსკული  ლოცვაა. მახვილ ყურს რატომ ესმის ქართული ხმები: ცელი ვლესე და ვერ გავლესე…

რატომ გვეცნობა  ეს “მალე”, “ცეია”, “აისვალე”,  “ალე”, “იტრიალე” – და რატომ გვოგნია, სვანს თუ მეგრელს, ქართლელს თუ ლაზს ვუსმენთ? რატომ ადევს ეტრუსკულ სიტყვებს ქართული ელფერი?

ეტრუსკები და იბერიელნი აპენინის მკვიდრნი იყვნენ…

…ფრესკაზე ტავერნაა, შემთვრალი ეტრუსკები ერთმანეთს გასძახიან:” ჰელლოუ, ლარგენა, დალიუს!”

–ეი, ლარგენა, დალიე!

ნუთუ, ასეა? შესაძლოა, ოცნებაც იყოს, რომელსაც საზღვარი არ აქვს… მაგრამ ვნახოთ, როგორია ეტრუსულ–ქართველური შეხვედრები:

ეტრ. teta – დიდედა – ქართ. დედა ( მეგრ. დიდა; სვან. დი, დიდელა; ჭან. დიდა)

nene – ძიძა – ქართ. ნანა, დედა, ნენე ( აჭარულად)

papa(l) – პაპა, ბაბაუა, – ქართ. პაპა (პაპალ)

cvil  –  ბავშვი, პირმშო – ქართ. ჩვილი

calu –– მკვდართ ღმეტღი – ქართ. კალ/კლ – მოკვლა

lupu – სიკვდილი – ქართ.  ლპ–ობ–ა

velta – მიწა, დედამიწა – ქართ. ველ –ველი

farfalio – პეპელა – ქართ.  ფარფალია (მეგრ.) – პეპელა, ფარფატი, ფარფალი.

Похожее изображение

ეტრუსკები თავის თავს რასენებს უწოდებდნენ, ძველი  ბერძნები კი  ტირენებად მოიხსენებდნენ. ეტრუსკებმა მაღალი ცივილიზაცია შქმნეს, დიდი წვლილი შიტანეს რომისა და იტალიის კულტურულ განვითარებაში. მცირერიცხოვანი  ერმი ლათინურ–რომაულ ეთნოსის ზეგავლენის შედეგად გაქრა. რომაელები აღიარებდნენ, რომ ეტრუსკებისგან მათ მემკვიდრეობად დარჩა მრავალი შენობა –ნაგებობა რომში, ასევე თეატრები,  სამთო საქმე, რკინის და კერამიკის დამუშავების დარგის  განვითარება,  ჭაობების გაშრობის ოსტატობა, ფერწერობისა და ძერწვის ხელოვნება.

ეტრუსკები ბრწყინვალედ ფლობდნენ მედიცინას, მათ განავითარეს თერმალუი წყლებით მკურნალობის ხერხები, ეწეოდნენ  კბილების  მკურნალობის და პროტეზირების პრაქტიკას.

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments