კახა კალაძე:"ქართულ ოცნებაში” ყოველთვის ხდება განახლება"


კალაძე კახათბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის  კახა კალაძის განცხადებით, პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება და ახალი სახეების მიღება, პარტიის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი პროფესიონალიზმის გამოყენებაც შეიძლება ქვეყნის განვითარებაში.

„პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება, ყოველთვის ხდება ახალი სახეების შემოსვლა და მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, მივესალმები ყოველთვის პარტიაში ახალგაზრდების შემოსვლას, ახალი სისხლის შემოსვლას. ყოველთვის საჭიროა და ყველა განვითარებულ და ნორმალურ ქვეყანაში ასეა. ეს პროცესი დიდი ხანია მიდის, გუშინ არ დაწყებულა.  პირდაპირ გეტყვით, 2016 წლიდან ერთადერთი პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება”, რომელმაც რეალური განახლება მოახდინა და ახალი სახეები შემოიყვანა. ყველა ადამიანისთვის,  ვინც გამოადგება ჩვენს სამშობლოს, ვინც არის პროფესიონალი და მათი პროფესიონალიზმის გამოყენება შეიძლება ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, ასეთი ადამიანებისთვის პარტიის და ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება”, – აღნიშნა  კალაძემ.