ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

Похожее изображениеთბილისის მერიის ინფორმაციით, „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, 8 მარტიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს.

“ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ მარჯვენა სანაპიროს პანდუსით გმირთა მოედანზე აუხვევს, თამარ მეფის გამზირისკენ მობრუნდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს. იგი სტადიონიდან გზას აღმაშენებლის გამზირისკენ განაგრძობს და მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება. ამის შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ – თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე – „კონკასთან“.

ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანზე და მეტროსადგურ „ისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს. ” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

“ღამის ავტობუსს” შემდეგი გაჩერებები ექნება:

  • მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;
  • ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;
  • ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;
  • სტადიონი „დინამო არენა“;
  • დავით აღმაშენებლის გამზირი #106;
  • პირველი რესპუბლიკის მოედანი;
  • მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;
  • ევროპის მოედანი;
  • გორგასალის მოედინი – გორგასალის ქ. #1-თან
  • ვახტანგ გორგასალის ქ. #7 – აბანოებთან;
  • დოდაშვილის მოედანი;
  • მეტროსადგური „ისანი“;
  • მეტროსადგური „ვარკეთილი“
image_pdfimage_print

Comments

comments