ცირკიდან გაქცეულმა ენოტებმა სურსათის მაღაზია გაძარცვეს

Похожее изображениеუკრაინის ქ. სტოროჟინეცში საცირკო ენოტები გასტროლებიდან გაიქცნენ და ერთერთ სურსათის მაღაზიაში შეიპარნენ. დილით მისულ მეპატრონეს  მაღაზია დარბეული დახვდა, ხოლო ენოტები – შეზახორშებულები. ქალბატონმა მათი გაყრა სცადა,  ერთერთმა შემთვრალმა ენოტმა მას ფეხი გაუკაწრა.

როგორც გაირკვა, მაღაზიაში ოთხფეხა „მძარცველებმა“ დააგემოვნეს ყველის და ძეხვის რამოდენიმე სახეობა, ტკბილეული მიირთვეს და ალკოჰოლური სასმელებიც მიაყოლეს. ენოტებმა თაროდან არყის, ლუდის  და კონიაკის ბოთლები ჩამოყარეს და დაღვრილი სასმელით გვარიანად შეზახორშდნენ.

ცხოველები ცირკში დააბრუნეს, თუმცა სამი დღის განმავლობაში მათ ისეთი ძლიერი ნაბახუსევი ჰქონდათ, რომ მათ მაგივრად არენაზე დუბლიორი ენოტები გამოდიოდნენ. „ ენოტები 17 კილოგრამს იწონიან და მაინც ზედემტი სასმელი მოუვიდათ, მთელი ღამე არ დაგვაძინეს, ვერ ვაშოშმინებდით“, –აღნიშნა ცირკის ადმინისტრატორმა.

რაც შეეხება დარბეულ მაღაზიას,  მიყენებულმა ზარალმა 46 ათასი გრივნა შეადგინა.

image_pdfimage_print

Comments

comments